ავგიის დაწყებითი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები
მერის პირველმა მოადგილემ კახაბერ ფუტკარაძემ, მერიის ზედამხედველობის ჯგუფთან ერთად ავგიის დაწყებითი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
დასრულების ეტაპზეა შიდა კედლების მოწყობის, შენობის ფასადისა და ეზოს მოპირკეთების სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 169 499 ლარია.
სამუშაოები მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე დასრულდება.