აჭარა 2023 წლის ტურისტული სეზონისთვის ემზადება

აჭარა 2023 წლის ტურისტული სეზონისთვის ემზადება
????️ აჭარა 2023 წლის ტურისტული სეზონისთვის მზადებას იწყებს!
????27 აპრილს - 14:00 სთ-დან, 50-ზე მეტი კომპანია, შერატონ ბათუმში, მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც
2000-მდე ვაკანსია განიხილება.
➡️ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო და აჭარის დასაქმების სააგენტო, გაძლევთ შესაძლებლობას:
???? მიიღოთ ინფორმაცია აჭარის რეგიონის მასშტაბით კომპანიების აქტიურ და მოსალოდნელ ვაკანსიებზე.
???? შერჩეული ვაკანსიის შესახებ დამსაქმებლისგან ინფორმაციას გაეცნოთ და ყველა დეტალი ადგილზე გაიაროთ.
???? შეხვდეთ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებს და პროფესიული უნარების განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების არსებული შესაძლებლობების შესახებ მიიღოთ ინფორმაცია.
???? შეიძინოთ დამსაქმებელთან გასაუბრების პრაქტიკული გამოცდილება.
????დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებს გაეცნოთ, მიიღოთ ფორუმის მსვლელობისას მომზადებული რეზიუმეები დამსაქმებელთან წარსადგენად და რჩევები სპეციალისტებისგან.
რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე: https://forum.hrajara.gov.ge