ახალგაზრდობის ცენტრის ტურიზმის კლუბის ფარგლებში შემეცნებითი ტური მოეწყო.

დღეს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ტურიზმის კლუბის ფარგლებში შემეცნებითი ტური მოეწყო.
ტური მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.
ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს აქტივობაში ,,ახალგაზრდა გიდი ხელვაჩაურიდან“.
გუნდის წევრებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ისტორია წარმოადგინეს, თანატოლებს თავიანთ სოფელში არსებული ღირსშესანიშნავი ადგილების-ეკლესიების, ციხეების, ხიდების, კულტურული ძეგლების, ტურისტული ადგილების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.
მოეწყო ლაშქრობა მთავარანგელოზის ბილიკზე. მოწვეული გიდისგან ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღეს მაჭახლის ხეობაში დაცული ბიომრავალფეროვნების შესახებ, მაჭახლის ხეობის ისტორიულ მნიშვნელობასა და როლზე ტურისტული თვალსაზრისით.
ტურის მონაწილე ახალაგზრდები ასევე იმყოფებოდნენ ვიზიტორთა ცენტრში, სადაც მაჭახლის ეროვნული პარკის თანამშრომლებმა ახალგაზრდებს ეროვნული პარკის შესახებ მოუთხრეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
შემეცნებითი ტური ახალგაზრდების დაჯილდოებით დასრულდა. მათ სერტიფიკატები და ენციკლოპედიები გადაეცათ საჩუქრად.
ტურში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 30 ახალგაზრდა მონაწილეობდა