ახალგაზრდობის ცენტრის ღონისძიებათა ფარგლებში, პროექტის ,,ახალგაზრდული ვარსკვლავი-2021" საწყისი აქტივობები

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ღონისძიებათა ფარგლებში, პროექტის ,,ახალგაზრდული ვარსკვლავი-2021" საწყისი აქტივობები გაიმართა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მირვეთში საგანმანათლებლო-გასართობი ღონისძიება-,,სატყეო თამაში განძის აღმოსაჩენად" მოეწყო. ახალგაზრდები გუნდურად იყვნენ ჩართული აღნიშნულ აქტივობაში. სხვადასხვა ლოკაციაზე შეკითხვების გამოცნობითა და მინიშნებების აღმოჩენით ახერხებდნენ განძის პოვნას.
დღის მეორე ნაწილში მოეწყო გუნდური შეჯიბრი კულინარიის ხელოვნებაში. ორივე აქტივობაში გამარჯვებულ გუნდებს პრიზები გადაეცათ საჩუქრად, ხოლო ყველა მონაწილეხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ბრენდირებული მაისურებით დასაჩუქრდნენ.
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ სოფელ მირვეთში გამართულ ახალგაზრდულ ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 30 მდე ახალგაზრდა შემოუერთდა.
ღონისძიება გაიმართა კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით და თითოეული მონაწილის მიერ წარმოდგენილი არტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.