ბათუმის I საერთშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი

????ბათუმის I საერთშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი გაიხსნა, რომელიც ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის და საქართველოს თოჯინების პროფესიული თეატრების გაერთიანების ერთობლივი პროექტია.
ფესტივალი 8 სექტემბერს გაიხსნა და 13 სექტემბერს დაჯილდოების ცერემონიით დაიხურა., ჩვენების პირველ დღეს არასაკონკურსო სპექტაკლის „საქართველოს“ ჩვენება გაიმართა.
ფესტიავლზე სულ წარმოდგენილი იყო 7 თეატრი და 10 სპექტაკლი, აქედან 8 საკონკურსო და 2 არასაკონკურსო.
ხელვაჩაურის თოჯინების სახალხო თეატრმა საერთაშორისო ფესტივალი დახურა სპექტაკლით, "აბა მიციკი", თეატრი მაყურებლის წინაშე არასაკონკურსო ჩვენებით წარსდაგა.
გამარჯვებულები შვიდ ნომინაციაში გამოვლინდნენ:
1. საუკეთესო სპექტაკლი - „მახინჯი იხვის ჭუკი“;
2. საუკეთესო რეჟისურა - ნინო მაღლაკელიძე;
3. საუკეთესო სცენოგრაფია - ვახო ქორიძე;
4. საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - სანდრო ნიკოლაძე;
5. საუკეთესო მსახიობი ქალი - ირინა კუბანსკი;
6. საუკეთესო მსახიობი კაცი - აბელ სოსელია;
7. ქართული კრიტიკის პრიზი - „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“.
კონკურსანტებს საერთაშორისო ჟიური პოლონეთიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან აფასებდა.
ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, სახელოვნებო უნივერსიტეტების რექტორები, თეატრმცოდნეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.