გავულამაზოთ ბავშვებს ყოველდღიურობა
სლოგანით ,,გავულამაზოთ ბავშვებს ყოველდღიურობა" მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში თოჯინების თეატრის სპექტაკლების ჩვენება დაიწყო.
ღია ცის ქვეშ დაგეგმილი პირველი აქტივობა სოფელ აჭარისწყლის მკვიდრი პატარებისათვის საინტერესო და განსხვავებული იყო.
პატარების ინტელექტის ამაღლებისათვის კი ჭადრაკში სამოყვარულო შეჯიბრი გაიმართა.
ღონისძიება ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის და აჭარისწყლის ბაღის მხარდაჭერით გაიმართა, მას მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი აქტივობები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება. შემოქმედებითი-გასართობი ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ტარდება.