გიორგი ოვაშვილის ფილმის ,,გაღმა ნაპირი“ განხილვა ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით

გიორგი ოვაშვილის ფილმის ,,გაღმა ნაპირი“ განხილვა ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით

7 აგვისტოს 11:30 საათზე, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ, გიორგი ოვაშვილის ფილმის ,,გაღმა ნაპირი“ განხილვა გაიმართება. ფილმს, მოხალისეობრივ საწყისებზე, ახალგაზრდებთან ერთად განიხილავს კინომცოდნე, ხელოვნების უნივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის ასისტენტი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი-ნატო ცქვიტინიძე. ფილმის განხილვაში აქტიურად ჩართულ ახალგაზრდებს საჩუქრად გადაეცემათ ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ბრენდირებული ჩანთები. ფილმის ბმული: https://www.adjaranet.com/movies/6555/Gagma-napiri?lang=GEO&quality=SD&fbclid=IwAR3H3qL8lC1Yl05kJ2cnBQ9pFcz2V_PfygbPa6dCrTF3A7gasayAklZ-OzU

ღონისძიებაზე დასასწრებად წარმოებს რეგისტრაცია.იხილეთ რეგისტრაციის ბმული: https://docs.google.com/forms/d/1Xd9A8XJ-TYCKvrYW2lmcqVtbbQJrky3EmJOlMLpI5wU/viewform?fbclid=IwAR0_0TEL76cjJlDUBsWW0mIp9walxRm5UW2mC-CapENuMwt-mQCedw9jzb8&edit_requested=true

საკონტაქტო ინფორმაცია: 599851456 ნატა ხინკილაძე