დებატები ღია ცის ქვეშ თემაზე "პროფესიის არჩევა"

დებატები ღია ცის ქვეშ თემაზე "პროფესიის არჩევა"

7 ივლისს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის დებატკლუბის ფარგლებში გაიმართა დებატები თემაზე: "მომავალი პროფესია საბაზრო მოთხოვნების მიხედვით უნდა შევარჩიოთ". დებატებს უძღვებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების ფედერაციის თანაპრეზიდენტი-რუსუდან ბარამიძე და მოდებატე გოგიტა ბარამიძე.
მონაწილეებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
დებატებს ღია ცის ქვეშ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.