კომისიის სხდომაზე 5 საკითხზე იმსჯელეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს კომისიებში 2023 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო.
დღეს საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა 5 საკითხზე იმსჯელეს.
წარმოდგენილი დადგენილების პროექტის თანახმად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი განისაზღვრა 37 474 510 ლარით.
გაიზარდა ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსების ბიუჯეტი. განათლების სპორტისა და ახალგარდულ საკითხთა პროგრამების დაფინანსება კვლავ პრიორიტეტია და ბიუჯეტის ნაწილი ამ მიმართულებითაც გაიზარდა.
მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი 12 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება.