მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა
????საქართველოს კანონის ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილმა ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭომ“ 2022 წლის 28 დეკემბერს მორიგი სხდომა გამართა.
✅სხდომაზე განიხილეს 8 მოქალაქის განცხადება- მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მინიჭების თაობაზე და ყველა მათგანს გაეწია დადებითი რეკომენდაცია.
✅აღნიშნული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, დღესვე გამოიცა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სტატუსის მინიჭების თაობაზე. იხ.ოქმი