მერი საფეხბურთო გუნდ მაჭახელას ფეხბურთელებს შეხვდა

მერი საფეხბურთო გუნდ მაჭახელას ფეხბურთელებს შეხვდა
????დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, საფეხბურთო გუნდ „მაჭახელას“ ფეხბურთელებს შეხვდა, სპორტსმენებს წარმატებული წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ წელს ჩვენს მუნიციპალიტეტს ჰქონდა მიღწევები სპორტის სხვადასხვა სახეობაში და იმედოვნებს, რომ მომავალი წელი უფრო მეტი წარმატების, გამარჯვების წელი იქნება, თითოეული სპორტსმენისთვის, მუნიციპალიტეტის და ქვეყნისთვის.
????‍♂️ეს არის საფუძველი, რომ ახალგაზრდები, სკოლის ასაკიდან, დაკავდნენ სპორტით და მაქსიმალურად იყვნენ დაკავებული ჯანსაღი ცხოვრების წესით.
????მუნიციპალიტეტი გააგრძელებს სპორტის თითოეული სახეობის სრულ მხარდაჭერას თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხითაც.
⚽️შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის გუნდი "მაჭახელა", საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ლიგაში გადავიდა.