მერმა სოფელ კაპრეშუმსა და ზედა ჯოჭოში შიდა სასოფლო გზა მოინახულა

მერმა  სოფელ კაპრეშუმსა და ზედა ჯოჭოში  შიდა სასოფლო გზა მოინახულა
მერმა  სოფელ კაპრეშუმსა და ზედა ჯოჭოში  შიდა სასოფლო გზა მოინახულა
მერმა  სოფელ კაპრეშუმსა და ზედა ჯოჭოში  შიდა სასოფლო გზა მოინახულა
????️ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
➡️ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ სოფელ კაპრეშუმსა და ზედა ჯოჭოში შიდა სასოფლო გზის სამუშაოები დაათვალიერა.
➡️სოფელი კაპრეშუმი პოპოვის სამანქანე გზიდან სასაფლაოებისკენ 630 მ, მონაკვეთი შიდა სასოფლო გზა.
პროექტის ღირებულება - 146 029 ლარი.
➡️სოფელ ზედა ჯოჭოში თეიმურაზ კახიძის საცხოვრებელი სახლიდან თამაზ დოლიძის საცხოვრებელ სახლამდე 540 მ, შიდა სასოფლო გზა.
პროექტის ღირებულება - 117 557 ლარი.
➡️სოფელ განახლებაში ფარტენაძეების დასახლებიდან ნუკრი შარაძის საცხოვრებელ სახლამდე 330 მ, შიდა სასოფლო გზა.
პროექტის ღირებულება - 58 577 ლარი.
➡️ ობიექტების დასათვალიერებლად საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ ირემაძე, მერის პირველი მოადგილე, კახაბერ ფუტკარაძე და ,,მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“-ს ხელმძღვანელი მანუჩარ მანველიძე იმყოფებოდნენ.