მთავრობის სხდომა

მთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა
????️ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე რეგიონში არსებულ მზარდ ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრა.
➡️ 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 116.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 37%-ით აღემატება.
➡️ ბიზნეს სექტორის 2022 წლის IV-ე კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ბრუნვა 20%-ით, გამოშვება - 16%-ით, ხოლო დასაქმება 8%-ით გაზრდილია.
➡️ 2023 წელს ბათუმი არაერთი მსოფლიო დონის სპორტული ღონისძიების მასპინძელი იქნება.
➡️ აჭარაში გასულ წელს 3,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა.
➡️ 2023 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამით 400 სტუდენტს საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება დაუფინანსდება, ხოლო უცხოეთში ახალგაზრდების განათლებისა და სტაჟირების დაფინანსება გაორმაგდება.
➡️ აჭარაში მიწის უსასყიდლოდ დამუშავების პროგრამა გრძელდება. მარტის ბოლოდან მიწის სამუშაოები დაიწყება და უსასყიდლოდ 2200 ჰა სახნავ-სათესი ფართობი დაიხვნება.