საბჭოთა ოკუპაციის დღე - 25 თებერვალი

საბჭოთა ოკუპაციის დღე - 25 თებერვალი
საბჭოთა ოკუპაციის დღე - 25 თებერვალი
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. მუნიციპალიტეტში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დილიდან დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშები.
ამ თარიღთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ღონისძიებას რეპრესირებულთა ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.