საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი

საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გაიხსნა, მასში მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.
➡️დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, 7-9 ნოემბერის ჩათვლით, ბორჯომში გაიმართება
➡️ბორჯომის სამიტი პირველი პრეცედენტია საქართველოს დაცული ტერიტორიების ისტორიაში, სადაც, მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკებისა თუ საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შესაძლებელი იქნება ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკის გაცნობა, განხილვა და გამოცდილების გაზიარება.
➡️ღონისძიების პროგრამა მოიცავს პანელურ დისკუსიებს, თემატურ სემინარებს და პრეზენტაციებს. საერთაშორისო სპიკერები სხვადასხვა ქვეყნებიდან განიხილავენ საკითხებს: ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელები, ეროვნულ პარკებში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები და სისტემები, ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზები.
➡️სამიტის ფარგლებში, გაიმართება სპეციალური სესიები - „World Café მეთოდი”, რომელიც მიზნად ისახავს საკვანძო საკითხებისა და გამოწვევების სიღრმისეულ შესწავლას ეროვნული პარკების განვითარების ჭრილში.
➡️ბორჯომში მიმდინარე საერთაშორისო სამიტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, გარემოსდაცვითი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.