სოფელ ერგეში ბაშკო ეკალაურის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარი ეწყობა

სოფელ ერგეში ბაშკო ეკალაურის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარი ეწყობა
????ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეში ბაშკო-ეკალაური-ლორთქიფანიძეების 1,8 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე, ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა დასრულებულია.
➡️ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის დაგების სამუშაოები.
პროექტის მიხედვით მოეწყო ანაკრები რკინა-ბეტონის კიუვეტები, წყალგამტარი ლითონის მილები, ბეტონისა და გაბიონის საყრდენი კედლები. ასევე მოხდება შესასვლელებზე და მიერთებებზე ასფალტის საფარის მოწყობა და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
➡️პროექტის ღირებულება შედგენს 928 988 ლარს.