სოფლად covid ვაქცინაციის მიზნით ხელვაჩაურში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სოფლად covid ვაქცინაციის მიზნით ხელვაჩაურში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
????????️სოფლად COVID 19-ის ვაქცინაციის გააქტიურების მიზნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
????????️აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან, რამაზ ჯინჭარაძესთან და ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად COVID 19-ის სოფლად ვაქცინაციის კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით, მოქალაქეებს, სოფლის ექიმებს და მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
????️შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ასევე, გაცნობოდნენ სამინისტროს 2022 წლის პროგრამულ სიახლეებსაც.