სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამის შედეგები ცნობილია
,,მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა დაფინანსება" პროგრამის ფარგლებში, მერის მიერ შექმნილმა კომისიამ გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა. იხ. დანართი
კომისიამ ჯამში 40 განცხადება განიხილა, აქედან 37-მა სტუდენტმა დააკმაყოფილა კონკურსით გათვალისწინებული მოთხოვნები. გამარჯვებული სტუდენტები მიმდინარე წლის 15 მაისამდე მიიღებენ დაფინანსებას 500 ლარის ოდენობით. თანხა გაიცემა 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შეფასების შესაბამისად. იმ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მიიღეს დაფინანსება კომისიის მიერ დასაბუთებული პასუხი გაეცემათ. გისურვებთ წარმატებებს!