ფორუმი მომავლისთვის შესაფერისი ქალაქები

ფორუმი მომავლისთვის შესაფერისი ქალაქები
ფორუმი მომავლისთვის შესაფერისი ქალაქები
ფორუმი მომავლისთვის შესაფერისი ქალაქები
ბათუმი ფორუმს სახელწოდებით „მომავლისთვის შესაფერისი ქალაქები“ მასპინძლობს. ფორუმი ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის - მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) მიერ არის ორგანიზებული და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქებიდან 200-ზე მეტი მონაწილე ესწრება.
➡️ფორუმი სრულად არის ფოკუსირებული რთული მუნიციპალური საკითხების მწვანე, ინკლუზიური და გამძლე ქალაქების აშენებით, ფორუმის მიზანია ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრისა და კრიზისის მართვის გზების შემუშავება, ინოვაციური მიდგომებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის დანერგვა.
➡️ფორუმი მიზნად ისახავს, რეგიონში ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საფუძველზე, გააერთიანოს შესაბამისი დაინტერესებული მხარეები და ხელი შეუწყოს დისკუსიას სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისა და დაფინანსების სხვადასხვა წყაროების გამოყენებაზე საერთაშორისო დონორებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით.
➡️ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) 2017 წლიდან ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. 2021 წლიდან ამ ინიციატივის მართვას უძღვება გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირთან ერთად, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მერებისა და მათი გუნდების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ქსელს 400-ზე მეტი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ჰყავს აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) რეგიონში: სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.
➡️ფორუმს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.