ღონისძიება ღია ცის ქვეშ ახალგაზრდების მონაწილეობით

ღონისძიება ღია ცის ქვეშ ახალგაზრდების მონაწილეობით
ღონისძიება ღია ცის ქვეშ ახალგაზრდების მონაწილეობით
ღონისძიება ღია ცის ქვეშ ახალგაზრდების მონაწილეობით

7 აგვისტოს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ, რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმის ,,გაღმა ნაპირი“ განხილვა გაიმართა.

ახალგაზრდებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. იმსჯელეს ფილმში განვითარებული მოქმედებების, პერსონაჟების, რეჟისურის და მოვლენების ირგვლივ, გამართეს დისკუსია.

ფილმი მოხალისეობრივ საწყისებზე, ახალგაზრდებთან ერთად, ხელოვნების უნივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის ასისტენტმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა-ნატო ცქვიტინიძემ განიხილა.

დღის დასასრულს, ფილმის განხილვაში აქტიურად ჩართულ ახალგაზრდებს საჩუქრად ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ბრენდირებული ჩანთები გადაეცათ.

დღევანდელ ღონისძიებას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 30 ახალგაზრდა შემოუერთდა.