შემეცნებითი ინტელექტუალური თამაში "ჯეპარდი"

შემეცნებითი ინტელექტუალური თამაში "ჯეპარდი"
12 მარტს 17:00 საათზე, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ,,ინტელექტკლუბი-2021" ფარგლებში, შემეცნებით-ინტელექტუალური თამაში ,,ჯეპარდი" ჩატარდება, ონლაინ პლატფორმა ,,ზუმის" გამოყენებით.
თამაშს წარუძღვებიან სტუდენტები, ინტელექტკლუბის მოაზროვნეები -ანრი დიასამიძე და ლუკა შუშანიძე. ინტელექტუალური თამაშის I საპრიზო ადგილზე გასულ გამარჯვებულ ახალგაზრდას 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემა.