შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა

შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა
შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა
????დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს.
➡️სხდომაზე წარმოდგენილი იყო აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან სხვადასხვა პერიოდში ხანძრითა და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი.
➡️დადებითი გადაწყდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებული 15 ოჯახის - ჯამში 184 438 ლარით დახმარების საკითხი.
➡️სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა.
➡️აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 215 ოჯახს 1 462 825 ლარს გამოუყოფს. თანხა ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გაიცემა.
➡️სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.
➡️მიმდინარე წელს, ამავე კომისიის გადაწყვეტილებით რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, 109 ოჯახზე უკვე გამოყოფილია 1 107 976 ლარი.