წყლის სისტემის მოწყობა ზედა ახალშენში

წყლის სისტემის მოწყობა ზედა ახალშენში

სოფელ ზედა ახალშენში, ჯიბინაურის დასახლებაში სასმელი წყლის ჭაბურღილის, რეზერვუარისა და მაგისტრალის, მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული სასმელი წყლის სისტემით ისარგებლებს სოფელში მცხოვრები 120 ოჯახი.
პროექტის ღირებულება 284 440 ლარს შეადგენს. ობიექტზე სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება.