ხელვაჩაურის მერია იაპონიის საელჩოს საგრანტო კონკურსის - „ადამიანის უსაფრთხოების“ გამარჯვებული გახდა.

დღეს, მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე ხელვაჩაურის მერიისთვის გრანტის აღების და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თანხმობაზე განკარგულების პროექტი დაამტკიცა.
მასმედიასა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, დონორი ხელვაჩაურისათვის მრავალფუნქციურ ექსკავატორს შეიძენს.
ვინაიდან მუნიციპალიტეტში ხშირია მეწყრული პროცესები, ძალზედ აქტუალურია შიდა საუბნო გზებზე და საცხოვრებელ სახლებთან ჩამოწოლილი მიწის მასების ოპერატიულად გატანა. მულტიფუნქციური ექსკავატორი, თავისი ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად შეესაბამება აღნიშნული სამუშაოების სპეციფიკას.
გარდა ამისა, მრავალფუნქციური ექსკავატორი გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოების, სანიაღვრე არხების მოწესრიგების, და ასევე მდინარის კალაპოტების გაფართოების მიზნით.
საგრანტო ბიუჯეტი 75 352 აშშ დოლარს შეადგენს. უახლოეს პერიოდში გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და იაპონიის საელჩოს შორის.