
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები

ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები:

პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობა

დიალიზის ცენტრების პაციენტთა სატრანსპორტო კომპენსაციით უზრუნველყოფა

სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების ხელშეწყობა

პარკინსონით დაავადებულ პირთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა

თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის

ბავშვთა აბილიტაცია რეაბილიტაციაში ჩართულ ბენეფიციართა ტრანსპორტირების ხელშეწყობა

ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა ერჯერადი მატერიალური დახმარება

მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

0-დან-200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, მოვლის საჭიროების პირთა დახმარება

სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება

სოციალური დაცვის ღონისძიებები:

უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა ერჯერადი კვებით უზრუნველყოფა"

ომის მონაწილეებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება

მრავალშვილიანი დედების(ყოველ მე-3 და მომდევნო შვილის შეძენისას) ერჯერადი
მატერიალური დახმარება"

მრავალშვილიანი და დედმამით ობოლ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ოჯახებისათვის ერჯერადი დახმარება

0-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავში რებით ერჯერადი მატერიალური დახმარება"

0-200000 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს პირველ და მეორე ახალშობილზე ერჯერადი მატერიალური დახმარება"

მარტოხელა მშობლების(დედა/მამა) ერჯერადი მატერიალური დახმარება"
8. 100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების გაზიფიცირება
9

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე დახმარების უზრუნველყოფა (ბინის ქირა)"
აღნიშნული პროგრამებით სარგებლობა შეუძლიათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა’’ ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს.

აღნიშნული პროგრამების მიზანია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბენეფიციარების მხარდაჭერა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამით სარგებლობისთვის მოქალაქემ ხელვაჩაურის მერიის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აღნიშნული ბენეფიციარების განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად;

ბენეფიციარის დამადასტურებელი დოკუმენტი (სარეიტინგო ქულის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან, შშმ პირის შემთხვევაში, ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ვეტერანის მოწმობის ასლი დედანთან ერთად და ა.შ.);

გადაწყვეტილება (ცნობა) მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;

ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა N IV – 100/ა, მედიკამენტების დასახელებით;

ანგარიშ-ფაქტურა აფთიაქიდან თანხის მითითებით.