ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ტრადიციულად მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ტრადიციულად მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ტრადიციულად მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ტრადიციულად მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ტრადიციულად მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ საკრებულოს თავმდჯომარესთან თენგიზ ირემაძესთან ერთად ტრადიციულად მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა.
???? შეხვედრის თემა, ძირითადად, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების აუცილებლობას შეეხო -
???? მოსახლეობის ძირითადი ნაწილის მოთხოვნა იყო:
,,ფერდსამაგრის’’ მოწყობა, სიძველის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა, გარე განათების მოწყობა, სასმელი წყლის პრობლემის აღმოფხვრა, ერთჯერადი ფინანსური დახმარებები, ოპერაციის მკურნალობის თანადაფინანსება.
???? მოქალაქეებს განემარტა, რომ მუნიცპალიტეტში ამოქმედდა ახალი მიზნობრივი პროგრამა და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაეწევათ დახმარება, თუმცა კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, არსებობს სარეზერვო ფონდის კომისია, რომელიც გაუწევს დახმარებას.
????მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ მოქალაქეების დასახელებული საჭიროებების ოპერატიული უზრუნველყოფისთვის, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ინდივიდუალურად განიხილა აღნიშნული საკითხები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
????შეხვედრას საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე მინდია დიასამიძე, მუნიციპალიტეტის ადმინისტერაციის ხელმძღვანელი გიორგი ქარცივაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მზევინარ გათენაძე, საპროექტო განყოფილების უფროსი ხვიჩა ბერიძე და ქონების მართვის განყოფილების უფროსი ანა ბაჟაშვილი ესწრებოდა.
????აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მერის ზაზა დიასამიძის ინიციატივით, მოქალაქეებთან შეხვედები, ყოველი კვირის პარასკევს 12:00 საათიდან მიმდინარეობს.
???? ადგილობრივები მათთვის პრიორიტეტული საკითხების შესახებ ინფორმაციას უშუალოდ რეგიონისა და მუნიციპალიტეტების პირველი პირებისგან იღებენ.
???? ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია
ტელეფონი: 0 422 25 93 13
ელ-ფოსტა: khelvachauri.mun@gmail.com
მისამართი: დიდაჭარის ქ. №23