ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება 2021 წლის 26 მარტს, 12:00 საათზე.

სხდომის დღის წესრიგი

1.დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“.

მომხსენებელი: რეზო ვარშანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი

2.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიშის შესახებ“.

მომხსენებელი: ჯუმბერ ვარდმანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი

3.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 აგვისტოს #24 განკარგულების „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, შ.პ.ს. „ფერა გრუპი“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში, საცხოვრებელი და მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე“ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“.

მომხსენებელი: ზეინაბ კაკაბაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი

4.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფერიის თემის სოფელ ფერიაში ქუჩების სახელდების და საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების ნუმერაციის შესახებ“  2012 წლის 30 ნოემბრის #90 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე,

მომხსენებელი:ვახტანგ ლორთქიფანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე