ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის  23 აგვისტოს, 12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11  -  საათიდან.

სხდომის დღის წესრიგი 

1.დადგენილების  პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის #14 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი: ზაზა დიასამიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი

თანამომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი

2.დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის  #07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი: თეიმურაზ გაწერელია-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი

3.დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების განსაზღვრისა და თანამდებობის სარგოების დამტკიცების შესახებ“.

მომხსენებელი: ედნარ ფუტკარაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კონისიის თავმჯდომარე 

 4.დადგენილების პროექტი-“მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“.

მომხსენებელი: ნონა ქოქოქლაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის დროებით მ/შემსრულებელი

5.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2022  წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიშის შესახებ“.

მომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი

6.განკარგულების პროექტი-„“ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ჩამოწერილი, გამოუყენებელი ტექნიკის რეალიზაციაზე თანხმობის მიცემისა და მასზე საწყისი საპრივატიზებო საფასურის დადგენის შესახებ“.

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი

7.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, დასახლება კახაბერში მდებარე მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვაზე თანხმობის  მიცემის შესახებ“.

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი

8.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, დასახლება კახაბერში მდებარე მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვაზე თანხმობის  მიცემის შესახებ“.

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი