ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის მნიშვნელობა და პროგრამის დეტალები განიხილეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის მნიშვნელობა და პროგრამის დეტალები განიხილეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის მნიშვნელობა და პროგრამის დეტალები განიხილეს
????️ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის მნიშვნელობა და პროგრამის დეტალები განიხილეს.
➡️ შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე ესწრებოდა.
➡️ შეხვედრაზე მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის, ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
➡️ კადასტრის შექმნა რთველის პროცესის გამარტივებასა და ყურძნისეული პროდუქტების ხარისხს უზრუნველყოფს.
➡️ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლევან ბოლქვაძემ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ და მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, ვენახების კადასტრების მნიშვნელობა და პროგრამის დეტალები წარადგინეს.
➡️ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მხარს უჭერს და მზადაა ამ პროგრამის განხორციელების პროცესში ჩაერთოს.