17 ოქტომბერი - საინფორმაციო შეხვედრა

17 ოქტომბერი - საინფორმაციო შეხვედრა

17 ოქტომბერს, 13:00 სთ-ზე, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა კლუბში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა.

შეხვედრა იმართება საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროექტის "სოციალური მოდელის პილოტირება აჭარის რეგიონში", ფარგლებში, რომლის მიზანია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და ზრდასრული პირების ფუნქციური და სოციალური უნარების და საჭიროებების შეფასების პილოტირება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.