2022 წელს აჭარაში დაგეგმილი პროექტები

2022 წელს აჭარაში დაგეგმილი პროექტები
2022 წელს აჭარაში დაგეგმილი პროექტები
2022 წელს აჭარაში დაგეგმილი პროექტები
2022 წელს აჭარაში დაგეგმილი პროექტები
2022 წელს აჭარაში დაგეგმილი პროექტები
2022 წელს აჭარაში დაგეგმილი პროექტები
✅2022 წელს აჭარაში დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა არაერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის:
▪️2022 წელს დასრულდება ყველაზე მასშტაბური სოციალური პროექტი ე.წ ოცნების ქალაქის პირველი ეტაპი, სადაც 582 ოჯახი მიიღებს ბინას. უკვე მიმდინარეობს მეორე ეტაპისთვის საჭირო პროცედურები
▪️დასრულდა სოციალური სახლის მშენებლობა ქედაში და რამდენიმე დღეში 20 ოჯახი უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას
▪️ ექსპლუატაციაში შევა მყარი ნარჩენების მართვის ობიექტი ქობულეთში, დაიწყება ბათუმის ნაგავსაყრელის დახურვისთვის საჭირო პროცედურები
▪️აჭარაში სოფლებსა და დაბებში წყლის სისტემის განვითარებისთვის 22 მლნ ევრო დაიხარჯება და წელს კურორტ გოდერძიზე დასრულდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა.
▪️ბათუმს შეემატება ახალი სპორტული კომპლექსი
▪️დასრულდება ჩაქვის ძალოსნობის ბაზა და შუახევის სტადიონის რეკონსტრუქცია
▪️განხორციელდება სარაგბო ბაზების, სპორტული დარბაზების და კომპლექსების მშენებლობა ქობულეთში, ბათუში, ღორჯომში, ჩაქვში, ხუცუბანსა და ფურტიოში.
✅ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისის განვითარება 2022 წლის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები:
▪️ისპანის ტორფნარზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იწყება. ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
▪️იწყება ხიხანის ციხეზე მისასვლელი ტურისტული ბილიკის მშენებლობა და გრძელდება ხიხანის ციხის აღდგენა-რეაბილიტაცია.
▪️ბოლო 2 წლის განმავლობაში აჭარას 100-ზე მეტი ტურისტული ობიექტი შეემატა. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნა ახალი სასტუმროები, კოტეჯები, კვების ობიექტები.
▪️სრულდება მაჭახლის ეთნოსოფლის მშენებლობა
▪️დასრულდება კავიანის ველობილიკის მოწყობა
✅აჭარიდან 38 ათასი ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა. მიმდინარე სეზონზე მუშაობდა 30-მდე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო.