2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა-დისკუსია გაიმართა, სადაც ყურადღება გამახვილდა მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებაზე, იქ მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერასა და სერვისების ხელმისაწვდომობაზე.
➡️სტრატეგიის უმოკლეს ვადებში დამტკიცების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაიწყო რეგიონებში გასვლა და კონსულტაციების გამართვა.
➡️აღნიშნული სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარებისა და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დიდიძემ წარადგინა.
➡️საჯარო კონსულტაციებისას იმსჯელეს სტრატეგიის მიზნების, ამოცანების შესაბამისად გაწერილი აქტივობების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტების ფარგლებში.
➡️შეხვედრას ესწრებოდნენ: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, "აწარმოე საქართველოს" წარმომადგენელი ირინა გიორგაძე, მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები.
➡️,,საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2024-2030”-ის მაკოორდინირებელ უწყებად განსაზღვრულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. დოკუმენტების დამტკიცებამდე, სავალდებულოა მათი საჯაროდ განხილვა და შესაბამისი უკუკავშირი.