22 ივლისი რეპრესირებულთა ხსოვნის დღეა
22 ივლისი რეპრესირებულთა ხსოვნის დღეა.
მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
საქართველოში რეპრესირებულთა ხსოვნის დღედ 22 ივლისი ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებით, 2002 წლიდან გამოცხადდა. აჭარაში კომუნისტური რეჟიმის რეპრესიებმა 670 ადამიანი შეიწირა.