აფხაზეთში დაღუპული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთში დაღუპული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს
27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერის, აფხაზეთში გმირულად დაღუპული მფრინავის ზებურ ბოლქვაძის საფლავზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები ადგილობრივებთან ერთად შეიკრიბნენ და გმირულად დაღუპულს პატივი მიაგეს. დღესვე, ახალშენის საფეხბურთო მოედანზე ჩატარდა ზებურ ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალი მინი ფეხბურთში. თამაში ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში მოეწყო, რომელშიც სულ მონაწილეობდა 6 გუნდი. მესამე ადგილი დაიკავა ახალშენმა, ხოლო პირველი ადგილისთვის იბრძოდნენ ჩაქვისა და თხილნარის გუნდები. საბოლოოდ გამარჯვება ჩაქვს ერგო. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით.