აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება. მუნიციპალიტეტის სოფლებში ტერიტორიების შეწამლვას ერთდროულად აწარმოებს თერმული ნისლის გამაფრქვეველი, "ცივი შესხურების" მეთოდით აღჭურვილი 11 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი.
პარალელურად, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში მიმდინარეობს 51 ერთეული ახალი ფერომენის მონტაჟი და უკვე დამონტაჟებული 150 ერთეული ფერომენის შეწამლვა.
პრევენციულ ღონისძიებებს კოორდინაციას უწევს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე და ხელვაჩაურის მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის უფროსი რეზო ვარშანიძე.