ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 1551768 ლარით იზრდება
დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა 5 საკითხზე ისჯელეს. საკითხების შესახებ, რომლებიც საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად იყო წარდგენილი, მომხსენებლებმა ვრცლად გააკეთეს განმარტებები. მთავარი განსახილველი საკითხი მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების ჩამონათვალია, რომლის თანახმად ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 1551768 ლარით იზრდება.
ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციისათვის 738147 ლარი ემატება.
მინი სპორტული მოედნის მოსაწყობად სოფელ მახოში- 45243 ლარი.
საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენისა და უზრუნველყოფის პროგრამას დაემატება - 150 000 ლარი. ცვილება შედის ასევე დადგენილების პროექტში, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის რეგულირებას, ფასისი დადგენას გულისხმობს.