"ჩვენ ვგმობთ ძალადობას '' - ღონისძიება ხელვაჩაურის ქალთა ოთახში
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახი“ შეუერთდა აქციას – ,,ჩვენ ვგმობთ ძალადობას ''– შეწყვიტეთ ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ!
ღონისძიება ხელვაჩაურის მერის რეფერენტმა გენდერულ საკითხებში - მაგდა მალაყმაძემ სოფლად მცხოვრებ აქტიურ ქალბატონებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ჩაატარა.
„არა ძალადობას“ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახმა“ სამი ღონისძიება გამართა.