დღეს მიწის აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ ხალვაში უძღვებოდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ 63 განცხადებიდან:
დადებითად გადაწყდა - 20
ხარვეზი დაუდგინდა - 10
გადაიდო - 33.
მორიგი სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება.