დისტანციურ რეჟიმში ლიტერატურული განხილვა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ლიტერატურული კლუბის ფარგლებში

დისტანციურ რეჟიმში ლიტერატურული განხილვა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ლიტერატურული კლუბის ფარგლებში
4 მაისს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ლიტერატურული კლუბის ფარგლებში, დისტანციურ რეჟიმში ლიტერატურული განხილვა გაიმართა.
ფილოლოგმა თეონა კეკელიძემ, მოხალისეობრივ საწყისებზე ახალგაზრდებთან ერთად ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოები- ,,იგი"განიხილა.
წიგნის განხილვა აქტიურ რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა პარალელები გაავლეს მსგავსი შინაარსის ლიტერატურულ ნაწარმოებებთან და მოქმედ პერსონაჟებს შორის. ონლაინ შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო აბიტურიენტებისთვის აღმოჩნდა.
ლიტერატურულ განხილვაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 22 ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.