ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ხელვაჩაურში

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ხელვაჩაურში
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება. ამ ეტაპზე ტერიტორიები შარაბიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში შეიწამლა. მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ეტაპობრივად ხორციელდება თერმული ნისლის გამაფრქვეველი, "ცივი შესხურების" მექანიზმით აღჭურვილი 11 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილით.