გარე განათების მოწყობა მუნიციპალიტეტის სოფლებში

გარე განათების მოწყობა მუნიციპალიტეტის სოფლებში

სოფელ ზანაქიძეებში, ზედა თხილნარსა და შუა მახინჯაურში დასრულდა გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 49 880 ლარი დაიხარჯა. 2019 წელს გარე განათების მოწყობის 16 პროექტი განხორციელდა. აღნიშნული სამუშაოების შესრულებით შესაძლებელი გახდა 25 კილომეტრამდე შიდა სასოფლო გზის განათება.