გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შემკეს.
ცერემონიის დასრულების შემდეგ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ავღანეთში დაღუპული მებრძოლის, მინდია აბაშიძის საფლავზე გავიდნენ და გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.