ინფრასტრუქტურული ღონისძიებები ხელვაჩაურში
არჩილ ბარამიძემ, მერიის ზედამხედველობის ჯგუფთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
აქტიურად გრძელდება კაპრეშუმის სოციალური სახლის, ავგიის დაწყებითი სკოლის, სალიბაურის ადმინისტრაციული შენობისა და ამბულატორიის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.