ინტელექტუალური თამაში დისტანციურ რეჟიმში

ინტელექტუალური თამაში დისტანციურ რეჟიმში

12 მაისს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ინტელექტკლუბის ფარგლებში, დისტანციურ რეჟიმში ინტელექტუალური თამაში გაიმართა.
ინტელექტუალური თამაში ,,Brain Ring"-ის წესების მიხედვით ჩატარდა. თამაშში მონაწილეობა მიიღო ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ,,ინტელექტკლუბი-2020" რეგისტრირებულმა 5 გუნდმა: "ბაგრატიონი", "ტალღა", "ახალი თაობა", "ლევილი", "თამარისი". თამაშზე დაისვა 15 შეკითხვა, 8 სწორი პასუხით გამარჯვება გუნდმა "ტალღამ" მოიპოვა.
ახალგაზრდების თხოვნით, ინტელექტუალურ თამაშზე დაისვა დამატებითი შეკითხვებიც. ინტელექტუალური თამაში საინტერესოდ და აქტიურ რეჟიმში წარიმართა.