კახაბერ ფუტკარაძე მახოსა და ახალშენში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
სოფელ მახოში, მურმან პაქსაძის საცხოვრებელ სახლთან და სოფელ ახალშენში, ვარდო დარჩიძის სახლის მიმდებარედ, გზის მეწყერსაშიშ მონაკვეთზე ფერდსამაგრი კედლისა და დამცავი გაბიონის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
ორივე ობიეტზე მიმდინარე სამუშაოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახაბერ ფუტკარაძე მერიის ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფთან ერთად ადგილზე გაეცნო.