ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის გასვლითი შეხვედრა განთიადში

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის გასვლითი შეხვედრა განთიადში

26 სექტემბერს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს განთიადის საჯარო სკოლაში. შეხვედრა ითვალისწინებდა ახალგაზრდობის ცენტრის საქმიანობის გაცნობას, მიმდინარე პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას შემდგომში პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით. შეხვედრას განთიადის საჯარო სკოლაში სულ 30 ახალგაზრდა დაესწრო.