ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულო 26 წევრიანი იქნება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულო 26 წევრიანი იქნება
დღეს დღის 3 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. პირველივე სხდომაზე დეპუტატები აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეებს.
მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია ქართული ოცნებას 17 დეპუტატი ჰყავს. 6 დეპუტატით არის წარმოდგენილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მათ შორის ორი მაჟორიტატი დეპუტატია.
საკრებულოს ორი წევრი ეყოლება პარტია პატრიოტთა ალიანსს და ერთი ევროპულ საქართველოს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამი ქალი დეპუტატი ეყოლება.