ხელვაჩაურში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ხელვაჩაურის მერიაში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს „მოიზიდე და მოკალი“ პროგრამის მექანიკური მეთოდები და დაგეგმეს შემდგომი ღონისძიებები. ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს დამატებით გადაეცათ ფერომენები, რომლებიც მუნიციპალიტეტის სოფლებში დამონტაჟდება. ,,მოიზიდე და მოკალი’’ - ფაროსანას საწინააღმდეგო პროგრამას სურსათის ეროვნულ სააგენტოსთნ ერთად, კორდინაციას უწევს აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინისტრო.