კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებში მოქალაქეებიც მონაწილეობენ
კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებში, სხვადასხვა ფორმით, მოქალაქეებიც მონაწილეობენ.
მეწარმე მალხაზ ბერიძემ მუნიციპალიტეტის მერიას სასურსათო კალათები გადასცა. კალათები მერის მოადგილემ არჩილ ბარამიძემ მერიის თანამშრომლებთან ერთად ხელვაჩაურში მაცხოვრებელ, სოციალურად დაუცველ 11 მრავალშვილიან ოჯახს სახლებში მიუტანა.