"მაჭახლობა 2019"

"მაჭახლობა 2019"

7 სექტემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სინდიეთში გაიმართა სახალხო ზეიმი - მაჭახლობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ბათუმში თურქეთის საკონსულოს წარმომადგენლები. “მაჭახლობა 2019 - ს“ ხეობის თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლებიც ტრადიციულად შეუერთდნენ. დღესასწაულზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი რეწვის ნიმუშები, გაიმართა სპორტული ღონისძიებები და კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. „საპატიო სტუმრებად“ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ბერიძე, მაჭახელას ეროვნული პარკის ხელმძღვანელი გია ქურიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე და ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული ქ-ნი მაქბულე ქოჩაკი დასახელდნენ. საპატიო მაჭახელელად პოეტი ნათელა კახიძე დასახელდა. მადლობის სიგელები გადაეცათ გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენელს, პოლონეთის საგარეო დახმარების სააგენტოს წარმომადგენელს და ა/ო შავი ზღვის ეკო აკადემიის წარმომადგენელს. ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.